ბარსელონას მოგებათა სერია დასრულებულია — კატალონიელები რეალ სოსიედადთან დამარცხდნენ

ლა ლიგის მე-20 ტურში ერთმანეთს რეალ სოსიედადი და ბარსელონა დაუპირისპირდნენ, სადაც გამარჯვება მასპინძლებს დარჩათ, 2-1.
მაყურებელმა 90 წუთის განმავლობაში საკმაოდ დაძაბული შეხვედრა იხილა. იმის მიუხედავად, რომ ბარსელონა მთელი მატჩის განმავლობაში დომინირებდა და ბევრი რეალური საგოლე შანსიც ჰქონდა, სოსიედადმა შეძლო და იმის გარდა, რომ კატალონიელებს მოგებების სერია დაუმთავრა, უმნიშვნელოვანესი 3 ქულაც დააკარგვინა.
ამ შეხვედრის შემდეგ ჰანსი ფლიკის გუნდი კვლავ ინარჩუნებს სატურნირო ცხრილში პირველ ადგილს, თუმცა მეორე ადგილოსან რეალ მადრიდთან სხვაობა 1 ქულამდე შემცირდა.
გოლების ავტორები: მიკელ ოიარსაბალი, მარკუს რაშფორდი, გონსალო გუედესი.


