ავტორიზაცია

კატასტროფა მუნდიალამდე ერთი თვით ადრე - დი მარიამ ტრავმა მიიღო და მოედანი ატირებულმა დატოვა

კატასტროფა მუნდიალამდე ერთი თვით ადრე - დი მარიამ ტრავმა მიიღო და მოედანი ატირებულმა დატოვა
თარიღი 11 Oct 2022, 22:59
„მაკაბი ჰაიფასთან“ მატჩი „იუვენტუსისთვის“ წარუმატებელი არამარტო ანგარიშიგან გამომდინარე გამოდგა.

მატჩის 24-ე წუთზე ტრავმა ანხელ დი მარიამ მიიღო და თამაშის გაგრძელება ვერ მოახერხა.

არგენტინელის ნაცვლად მოედანზე არკადიუშ მილიკი გამოჩნდა, დი მარიამ კი მოედანი ატირებულმა დატოვა.

ჯერჯერობით, დი მარიას ტრავმის სიმძიმე ცნობილი არ არის, მაგრამ ერთ თვეში მსოფლიო ჩემპიონატი იწყება და მისი მონაწილეობა ამ ტრავმის შემდეგ ეჭვქვეშ დადგა.