კავანი იტალიაში ბრუნდება? მას რეალური მსურველი უკვე გამოუჩნდა
იტალიური "სალერნიტანას" პრეზიდენტი დანილო იერვოლინო ურუგვაელი თავდამსხმელის ედინსონ კავანის გაფორმებაზე ოცნებობს.
"გუნდის გულშემატკივრები სერია ა-ში დარჩენას იმსახურებდნენ და ბედნიერი ვარ, რომ ეს შევძელით. რა არის ჩვენი მიზნები მომავალ წელს? გეტყვით, მაგრამ რამდენად რეალურია ეს სხვა საკითხია.
არსებობს ორი სახელი, რომელსაც გუნდში დიდი სიამოვნებით ვიხილავდი. ესენი არიან ედინსონ კავანი და მირკო არნაუტოვიჩი. ერთმა უკვე დაწერა წარუშლელი ისტორია ამ რეგიონში და მის დაბრუნებას ვეცდებით. ავსტრიელი კი ფეხბურთში ბრძოლისუნარიანობის განსახიერებაა." - ციტირებს "გრანატას" პირველი პირის სიტყვებს La Gazzeta dello Sport.
შეგახსენებთ, რომ კავანიმ 3 სეზონი გაატარა "ნაპოლიში" და ნეაპოლური გუნდის შემადგენლობაში ჩატარებულ 138 მატჩში 104 გოლის გატანა შეძლო.