ავტორიზაცია

კავანიმ კარიერა შესაძლოა ბრაზილიის ჩემპიონატში გააგრძელოს

კავანიმ კარიერა შესაძლოა ბრაზილიის ჩემპიონატში გააგრძელოს
თარიღი 12 Dec 2021, 16:17

"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელმა, ედინსონ კავანიმ კარიერა შეიძლება ბრაზილიაში გააგრძელოს, წერს Globo Esporte.

გავრცელებული ინფორმაციით, 34 წლის ურუგვაელისადმი ინტერესს "კორინთიანსი" იჩენს.

ბრაზილიური კლუბის წარმომადგენლები ედინსონის ძმას და ამავდროულად აგენტს უკვე დაუკავშირდნენ.

შეგახსენებთ, კავანის "მანჩესტერ იუნაიტედთან" მოქმედი ხელშეკრულების ვადა 2022 წლის ზაფხულში ეწურება.

მიმდინარე სეზონში გამოცდილმა ფორვარდმა "ეშმაკუნების" მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 8 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.