ავტორიზაცია

კეინის მორიგი რეკორდი - ინგლისელმა ჰოლანდის შედეგი გააუმჯობესა

კეინის მორიგი რეკორდი - ინგლისელმა ჰოლანდის შედეგი გააუმჯობესა
თარიღი 18 თებ 2024, 23:21
გერმანიის ბუნდესლიგის 22-ე ტურში "ბოხუმი" მიუნხენის "ბაიერნს" დაუპირისპირდა და სენსაციურად 3:2 დაამარცხა.

მიუნხენის "ბაიერნის" თავდამსხმელმა ჰარი კეინმა მატჩის 87-ე წუთზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

Opta-ს ცნობით, კეინმა რეკორდი დაამყარა: 30 წლის ფორვარდმა გერმანიის ჩემპიონატში 25-ე გოლი გაიტანა და ამ ნიშნულის დასაფიქსირებლად მხოლოდ 22 მატჩი დასჭირდა. 

აღსანიშნავია, რომ წინა რეკორდი ერლინგ ჰოლანდს ეკუთვნოდა, რომელმაც დორტმუნდის "ბორუსიაში" ჩატარებულ 25 მატჩში ამდენივე გოლი გაიტანა.