ავტორიზაცია

კეინმა მანჩესტერ სიტისთან მატჩში პირადი ანტირეკორდი გაიმეორა

კეინმა მანჩესტერ სიტისთან მატჩში პირადი ანტირეკორდი გაიმეორა
თარიღი 26 Apr 2021, 21:06

"ტოტენჰემის" ფორვარდმა, ჰარი კეინმა ინგლისის ლიგის თასის ფინალში "მანჩესტერ სიტისთან" (1:0) გამართულ შეხვედრაში 2018 წელს დამყარებული პირადი ანტირეკორდი გაიმეორა.

აღნიშნულ მატჩში 27 წლის შემტევს მეტოქის კარისკენ ერთხელაც არ დაურტყამს და ერთი საგოლე მომენტიც კი არ შეუქმნია, წერს Opta Joe.

ბოლოს ასეთი სტატისტიკა კეინს 2018 წელს, ჩემპიონთა ლიგაზე, "ინტერთან" (1:2) შეხვედრაში ჰქონდა. 

მიმდინარე სეზონში "დეზების" კაპიტანმა ყველა ტურნირზე ერთად 44 მატჩი ჩაატარა, 31 გოლი გაიტანა და 16 შედეგიანი პასი გააკეთა.