კეინმა ოქროს ბურთის 2 ფავორიტი დაასახელა — იამალი მათ შორის ვერ მოხვდა

ინგლისის ეროვნული ნაკრების და მიუნხენის ბაიერნის თავდამსხმელმა, ჰარი კეინმა 2025 წლის ოქროს ბურთის ორი მთავარი ფავორიტი დაასახელა.
"ვფიქრობ, რომ ოქროს ბურთს პარი სენ ჟერმენის რომელიმე ფეხბურთელი მოიგებს, მთავარი ფავორიტები კი უსმან დემბელე და აშრაფ ჰაკიმი არიან" — ჰარი კეინი.
შეგახსენებთ, რომ 2025 წლის ოქროს ბურთის დაჯილდოების ცერემონიალი 22 სექტემბერს, საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში გაიმართება.