ავტორიზაცია

კევინ დანსო რომას შეუერთდება

კევინ დანსო რომას შეუერთდება
თარიღი 27 Aug 2024, 13:51
იტალიის დედაქალაქის წარმომადგენელი, რომა სეზონს ძალიან მძიმედ იწყებს. 2 ტურის შემდეგ, ''მგლებს'' მხოლოდ 1 ქულა აქვთ აღებული. დანიელე დე როსის გუნდი დაცვის ხაზის გაძლიერებას გეგმავს და ამისთვის კანდიდატიც ჰყავთ შერჩეული. 

ლანსის ცენტრალური მცველი კევინ დანსო ახლოს არის, რომაში გადასვლასთან. კლუბები საიჯარო ხელშეკრულების ბოლო დეტალებს აგვარებენ. როგორც იწერება, რომა ავსტრიელ მცველს 1 სეზონიანი იჯარით აიყვანს, შემდგომი გამოსყიდვის უფლებით. 

დანსო ლანსის ღირსებას, 2021 წლიდან იცავს, მოთამაშემ ლიგა 1-ში 100 შეხვედრა ჩაატარა და 4 გოლის გატანა მოახერხა. ამ წუთისთვის რომა სატურნირო ცხრილში მე-15 ადგილს იკავებს, შემდეგი შეხვედრა ''გლადიატორებს'' გასვლაზე იუვენტუსთან ელოდებათ.