კევინ დე ბრუინი იტალიის სერია ა-ში გადასვლას დათანხმდა

მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, კევინ დე ბრუინი მანჩესტერ სიტის და ინგლისის პრემიერ ლიგას დატოვებს.
33 წლის ბელგიელი ნახევარმცველის დამატებაზე არაერთი კლუბი მუშაობს, როგორც ევროპული, ასევე არაბული და ამერიკული.
იტალიური მედიის ცნობით, დე ბრუინს ევროპის დატოვება არ სურს და ნაპოლიში გადასვლას დათანხმდა. ნეაპოლურ კლუბსა და ფეხბურთელის წარმომადგენლებს შორის მოლაპარარაკებები უახლოეს პერიოდში დაიწყება.