კევინ დე ბრუინი კარიერას ინტერ მაიამიში გააგრძელებს?

MLS-ის წარმომადგენელი "ინტერ მაიამი", რომლის შემადგენლობაშიც ლიონელ მესი თამაშობს, ინტერესს იჩენს ბელგიელი ნახევარმცველის, კევინ დე ბრუინის მიმართ, რომელმაც ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ მიმდინარე სეზონის ბოლოს მანჩესტერ "სიტის" დატოვებს.
ამის შესახებ ინფორმაციას ESPN ავრცელებს.
წყაროს ცნობით, დევიდ ბექჰემის კლუბს MLS-ის კლუბებს შორის ბელგიელთან მოლაპარაკების პრიორიტეტი აქვს.
წყაროს ცნობით, დევიდ ბექჰემის კლუბს MLS-ის კლუბებს შორის ბელგიელთან მოლაპარაკების პრიორიტეტი აქვს.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია დე ბრუინის მიმართ საუდის არაბეთის კლუბებიდან დაინტერესების შესახებ.
მიმდინარე სეზონში ბრლგიელმა 30 მატჩში ოთხი გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა.