ხამეს როდრიგესი ევროპაში დაბრუნებასთან ახლოსაა

ფაბრიციო რომანოს ცნობით, ხამეს როდრიგესი ევროპაში ბრუნდება - კოლუმბიელი რაიო ვალიეკანოში გადასვლასთან ძალიან ახლოსაა.
მადრიდულმა კლუბმა 33 წლის ფეხბურთელს ოფიციალური შეთავაზება უკვე გაუგზავნა, რომელსაც ხამესი, დიდი ალბათობით, დათანხმდება.
რაიო როდრიგესს 1-წლიან კონტრაქტს სთავაზობს - მხარეებს ხელშეკრულების პლუს 1 წლით გახანგრძლივების ოფციაც ექნებათ.
ხამესი ბოლოს სან პაულოში ასპარეზობდა. მან ბრაზილიური კლუბი ცოტა ხნის წინ დატოვა და ახალი გუნდის ძებნა დაიწყო.