ავტორიზაცია

ხავი: "2010-ში ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელები ოქროს ბურთის გამოკითხვაში ერთმანეთს ვუშლიდით"

ხავი: "2010-ში ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელები ოქროს ბურთის გამოკითხვაში ერთმანეთს ვუშლიდით"
თარიღი 04 Nov 2023, 00:07
ხავის აზრით, ლეო მესიმ 2010 წელს ოქროს ბურთი სრულიად დამსახურეულად მოიგო.

„ბარსელონას“ თავკაცის აზრით, არგენტინელს გამარჯვება იმიტომ დარჩა, რომ იმდროინდელ მსოფლიო ჩემპიონ ესპანეთის ნაკრებში, ფეხბურთელები ხმის მიცემის დროს ერთმანეთს უშლიდნენ.

„ვიყავით ინიესტა, მე, ვილია, კასილასი, პიკე, რამოსი...ბევრნი ვიყავით.

მესის გამარჯვება სამართლიანი მგონია, იმიტომ, რომ იმდროისთვის ის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი იყო.“, - აღნიშნა ესპანელმა.