ავტორიზაცია

ხავი: "2010 წელს მესიმ ოქროს ბურთი სამართლიანად მოიგო"

ხავი: "2010 წელს მესიმ ოქროს ბურთი სამართლიანად მოიგო"
თარიღი 03 Nov 2023, 23:53
ლეგენდარული ფეხბურთელი და "ბარსელონას" ამჟამინდელი მწვრთნელი ხავი მის ყოფილ თანაგუნდელზე ლეო მესიზე საუბრობს.

მოგეხსენებათ, ბევრი მიიჩნევს, რომ 2010 წელს ოქროს ბურთი არა მესის, არამედ ინიესტას ეკუთვნოდა.

"2010 წელს ესპანეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონი გახდა და გამორჩეული მატჩები ბევრს გვქონდა.

მეც, ინიესტანასც, კასილასსაც, ვილასაც კარგი სეზონი გვქონდა, თუმცა იმ წელს მესი საუკეთესო იყო და ოქროს ბურთი ეკუთვნოდა", - განაცხადა ხავიმ.