ავტორიზაცია

ხავი: "არამგონია, ბარსელონაში კიდევ 15 წელი შევძლო დარჩენა"

ხავი: "არამგონია, ბარსელონაში კიდევ 15 წელი შევძლო დარჩენა"
თარიღი 22 Sep 2023, 20:27
ხავის არ მიაჩნია, რომ შესაძლოა „ბარსელონაში“ 15 წელი დარჩეს.

კიდევ რამდენი წელი ხედავთ საკუთარ თავს „ბარსას“ სათადარიგოთა სკამზე?

„ვფიქრობ, 15 წელი - ძალიან რთულია. ეს „ბარსაა“, აქ უდიდესი მოთხოვნებია.

იყო პერიოდი, როცა უდიდესი სიამოვნება მიმიღია, მაგრამ ასევე ყოფილა დრო, როცა ვიტანჯებოდი.

ახლა ძალიან ბედნიერი ვარ და ვგრძნობ, რომ კლუბი მენდობა, მაგრამ ეჭვი მეპარება, რომ აქ შეიძლება 15 წელი დავრჩე.“, - აღნიშნა ხავი ერნანდესმა.