ავტორიზაცია

ხავი ბარსელონას ჩაბარებას არ ჩქარობს და მოლაპარაკებების გამართვას მხოლოდ ერთ შემთხვევაში დათანხმდება

ხავი ბარსელონას ჩაბარებას არ ჩქარობს და მოლაპარაკებების გამართვას მხოლოდ ერთ შემთხვევაში დათანხმდება
თარიღი 24 Sep 2021, 20:38

ყატარული "ალ სადის" მთავარი მწვრთნელი, ხავი ერნანდესი "ბარსელონას" ჩაბარებას არ ჩქარობს, იტყობინება ავტორიტეტული ესპანური გამოცემა Marca.

გავრცელებული ინფორმაციით, "ბარსას" ყოფილი ნახევარმცველი კატალონიელთა ამჟამინდელი თავკაცის, რონალდ კუმანის მიმართ კლუბის ხელმძღვანელობის დამოკიდებულებით შეშფოთებულია.

როგორც აღინიშნება, 41 წლის ესპანელი სპეციალისტი მზად არის მოლაპარაკებებს მხოლოდ მას შემდეგ დათანხმდეს, როცა ჰოლანდიელის მომავალზე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ. ამასთანავე, ხავის ოჯახი ყატარში ცხოვრებას მიეჩვია და ესპანეთში დაბრუნებისთვის მზად არ არის.

შეგახსენებთ, კუმანი "ბარსელონას" 2020 წლის ზაფხულიდან უდგას სათავეში. კლუბმა მას ნდობა გამოუცხადა, თავად სპეციალისტმა კი თქვა, რომ "ბარსას" მხოლოდ იმ შემთხვევაში დატოვებს, თუ მისი სიტყვები ფეხბურთელებამდე ვეღარ მიაღწევს.

თავის მხრივ, ხავი "ალ სადს" 2019 წლიდან წვრთნის, ყატარულ კლუბში იგი 2015 წელს ფეხბურთელის რანგში მივიდა, სწორედ კატალონიური გრანდიდან წასვლის შემდეგ.