ავტორიზაცია

ხავი: "ენრიკე კარგი მწვრთნელია, საკუთარ თავს ესპანეთის ნაკრების სტილში ვხედავ"

ხავი: "ენრიკე კარგი მწვრთნელია, საკუთარ თავს ესპანეთის ნაკრების სტილში ვხედავ"
თარიღი 10 Oct 2021, 21:31

ყატარული "ალ სადის" მთავარმა მწვრთნელმა, ხავიმ ესპანეთის ნაკრების დამრიგებელ ლუის ენრიკესა და მისი გუნდის თამაშზე ისაუბრა.

"ენრიკე ძალიან კარგი და უნარიანი მწვრთნელია. საკუთარი თავისგან ბევრს ითხოვს და თავის ფეხბურთელებს ბევრს აძლევს. ლუისი ძალიან მამაცია".

"საკუთარ თავს ნამდვილად ამ ესპანეთის ნაკრების სტილში ვხედავ".

"ეს ის სტილია, რომელზეც წლების მანძილზე ვმუშაობდით - ბურთთან დომინირება და ყოველთვის შეტევის მცდელობა", - ციტირებს ხავის სიტყვებს Marca.

შეგახსენებთ, აქამდე არაერთხელ დაიწერა იმის შესახებ, რომ 41 წლის სპეციალისტს "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნის კანდიდატად განიხილავენ.