ხავი ყატარში სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს
"ალ სადის" მთავარი მწვრთნელი, ხავი ერნანდესი ყატარში სეზონის საუკეთესო სპეციალისტად აღიარეს, წერს კლუბის პრესსამსახური.
გუნდი ყატარის ჩემპიონი ერთი მატჩის წაუგებლად გახდა და ქვეყნის თასიც მოიგო.
საუკეთესო ფეხბურთელად კი "ალ სადის" ნახევარმცველი, სანტი კასორლა დასახელდა. 36 წლის ესპანელმა 20 მატჩი ჩაატარა, 13 გოლი გაიტანა და 11 შედეგიანი პასი გააკეთა.
ხავი "ალ სადს" 2019 წლიდან უდგას სათავეში. მოქმედი ხელშეკრულების ვადა მას 2023 წელს ეწურება.