ავტორიზაცია

ხავი: "ყველა გუნდში ხშირი ტრავმიანობაა და ამას თავისი მიზეზი აქვს"

ხავი: "ყველა გუნდში ხშირი ტრავმიანობაა და ამას თავისი მიზეზი აქვს"
თარიღი 16 Sep 2023, 01:37
კატალონიის "ბარსელონას" მთავარ მწვრთნელს ხავის ამავე გუნდის ფეხბურთელის, პედრის ტრავმაზე ჰკითხეს.

"საუბარი მხოლოდ პედრის ტრავმაზე არ არის. ტრავმას ყველა გუნდში იღებენ, მოხშირდა და ამას თავისი მიზეზი აქვს.

განრიგი იმდენად მჭიდრო და გადატვირთულია, რომ ფეხბურთელები ფიზიკურად ვერ უძლებენ და ხდება ტრავმიანობა.

იგივე პრობლემა აქვს ვინისიუსს, იგივე პრობლემაა პრემიერ ლიგის კლუბებშიც. როგორც სხვა ფეხბურთელებთან, პედრისთანაც ფრთხილად ვიქნებით, მაგრამ ტრავმები გარდაუვალია", - განაცხადა ხავიმ.