ავტორიზაცია

ხავიერ მასკერანო: არ ვფიქრობ, რომ ოდესმე ვინმე მესის დონეს მიაღწევს, მაგრამ ხალხი მარადონაზეც ასე ამბობდა

ხავიერ მასკერანო: არ ვფიქრობ, რომ ოდესმე ვინმე მესის დონეს მიაღწევს, მაგრამ ხალხი მარადონაზეც ასე ამბობდა
თარიღი 14 ივნ 2024, 20:17
ბარსელონას ყოფილი არგენტინელი ფეხბურთელი, ხავიერ მასკერანო ლიონელ მესიზე საინტერესო კომენტარს აკეთებს.

"არ ვფიქრობ, რომ ოდესმე ლიონელ მესის დონის ფეხბურთელს ვიხილავთ, მაგრამ ხალხი დიეგო მარადონაზეც ასე ამბობდა, შემდეგ კი სწორედ ლეო გამოჩნდა.

მესი არგენტინის ისტორიაში ულაპარაკოდ საუკეთესო ფეხბურთელია, შემდეგ - მარადონა... და რიკელმესაც ვიტყოდი.

საინტერესო ისაა, რომ მესი 1987 წელს დაიბადა - არგენტინის მსოფლიოს ჩემპიონობიდან 1 წლის შემდეგ. ამიტომ, ვიმედოვნებ, მესის მემკვიდრე უკვე დაბადებულია (იცინის)," - თქვა "ელ ხეფესიტომ" Bolavip-თან ინტერვიუში.

მესის მიერ აწეული თამასა ძალიან მაღალია - ერთმა ფეხბურთელმა ყველაფერი მოიგო, რისი მოგებაც შეიძლებოდა, მათ შორის, მსოფლიოს ჩემპიონატიც. მიუხედავად იმისა, რომ დიეგო მარადონას გასაოცარი კარიერა ჰქონდა, მისი დონის მიღწევა ბევრად მარტივი იყო, ვიდრე ლეოსი იქნება.

მასკერანო მესისთან ერთად არგენტინის ნაკრებში 2003-2018, ბარსელონაში კი 2010-2018 წლებში თამაშობდა. მათ ერთმანეთის მხარდამხარ 414 მატჩი ჩაუტარებიათ - მასკეს ამაზე მეტი არავისთან უთამაშია.