ხეტაფემ ატლეტიკოს ნახევარმცველის იჯარა შეათანხმა

"ატლეტიკოს" თავდამსხმელი, ვიტოლო კარიერას "ხეტაფეში" გააგრძელებს.
მხარეები 31 წლის ფეხბურთელის ერთწლიან იჯარაზე შეთანხმდნენ, წერს "ხეტაფეს" ოფიციალური საიტი.
ვიტოლო სამედიცინო შემოწმებას გავლის და ტრანსფერიც დაიხურება.
ხვალ, 5 ივლისს, "ხეტაფე" ვიტოლოს ახალწვეულის რანგში წარადგენს.
გასულ სეზონში გამოცდილმა ფეხბურთელმა ლა ლიგაში მხოლოდ 10 მატჩი ჩაატარა და ერთი შედეგიანი პასი გააკეთა.