ავტორიზაცია

ხმაურიანი სტარტი — საქართველო U21 ევროპის ჩემპიონატს მოგებით იწყებს

ხმაურიანი სტარტი — საქართველო U21 ევროპის ჩემპიონატს მოგებით იწყებს
თარიღი 12 Jun 2025, 01:09
2025 წლის ევროპის ჩემპიონატზე 21 წლამდელთა შორის, საქართველოს ნაკრებმა პირველი მატჩი ჩაატარა და ტურნირი გამარჯვებით დაიწყო.

პირველ ტურში, საქართველოს 21 წლამდელთა ნაკრები პოლონეთს შეხვდა და მეტოქე 2-1 დაამარცხა. ანგარიში მეორე ტაიმის დებიუტში, 55-ე წუთზე ნოდარ ლომინაძემ გახსნა, რასაც 73-ე წუთზე იაკუბ კალუჟინსკი საპასუხო გოლი მოჰყვა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-3 წუთზე, პოლონეთის კარი ვასილიოს გორდეზიანმა აიღო და საქართველომ სამი ქულა მოიპოვა.

პოლონეთი 1-2 საქართველო

გოლები: 0-1 ლომინაძე (55'), 1-1 კალუჟინსკი (პენ.) (73)', 1-2 გორდეზიანი (90+3')


საქართველოს 21 წლამდელთა ნაკრები მომდევნო მატჩში საფრანგეთს დაუპირისპირდება — მატჩი 14 ივნისს, თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.