ხმაურიანი ტრანსფერის მოლოდინში — რეალი მილანის ფეხბურთელის დამატებას შეეცდება

2024/25 წლების სეზონის დასრულების შემდეგ, მადრიდის რეალის მთავარი მწვრთნელის პოსტს ჩაბი ალონსო დაიკავებს და გუნდში დიდი ცვლილებები იგეგმება.
ესპანური მედია სამეფო კლუბის პოტენციურ სატრანსფერო სამიზნეებზე უკვე ალაპარაკდა და სახელებიც დასახელდა. მათ შორის მოხვდა მილანის მარცხენა მცველი, ტეო ერნანდესი, რომელსაც რეალში თამაშის გამოცდილება აქვს.
შეგახსენებთ, რომ ტეო ერნანდესი მილანში 2019 წლიდან ირიცხება და მოქმედი კონტრაქტი 2026 წელს ეწურება. მან როსონერის მაისურით 261 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 34 გოლთან ერთად 45 საგოლე გადაცემა გაიფორმა.