"ხორვატებს დიდ პატივს ვცემთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი გეგმები გვაქვს" | რამაზ სვანაძე მატჩის წინ
საქართველო 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ ხორვატიასთან ევროპის ჩემპიონატის ფლეიოფის ფინალში ხორვატიასთან გასამართ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა.
მეტოქესა და საკუთარ გუნდზე: "ხორვატებს დიდ პატივს ვცემთ, მაგრ ჩვენ ჩვენი გეგმები გვაქვს. ის დინამიკა, რომელიც 21-წლამდე ნაკრებს აქვს, აუცილებლად უნდა შევინარჩუნოთ.
ნაწილობრივ, ახალი გუნდი ვართ, რადგან ისტორიული ფლეიოფის თამაში ახლადშემოერთებული ფეხბურთელებით გვიწევს, ზოგიერთ მათგანს ასეთ დონეზე თამაშის გამოცდილება არ აქვს, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი გუნდის ის განწყობა, რომელიც გვაქვს, აუცილებლად შენარჩუნდება.
მინიმუმ 4 ტაიმი გაქვს სათამაშო. დიდი მნიშვნელობა ექნება, თუ პირველ ნომრად თამაშს შევძლებთ."
ტრავმირებულსა და დებიუტანტზე: "გაბრიელ სიგუასა და ირაკლი აზაროვზე შემიძლია გითხრათ, რომ სათამაშოდ მზად არიან.
დაჩი ლორთქიფანიძე 21-წლამდე ნაკრების შეკრებაზე პირველად გვყავს. მას დიდი ხანია, ვიცნობთ და მასზე ბევრი ინფორმაცია გვაქვს. დაჩი ივნისში, 20-წლამდე ნაკრების შეკრებაზე გამოვიძახეთ. მისი ძალიან მეიმედება. დაჩისთან პირისპირი საუბარი მქონდა. მისი პიროვნული თვისებები მომწონს და ვაფასებ".
გზავნილი გულშემატკივარს: "მინდა, გულშემატკივარს ვთხოვო, რომ მოედანზე მოვიდეს, მათი ძალა ევროპის ჩემპიონატზე გამოვცადეთ. ეს უმნიშვნელოვანესია".
კონტრაქტის გაგრძელებაზე: "21-წლამდე ნაკრებთან კონტრაქტი 2028 წლამდე გავახანგრძლივე. მინდა, ფეხბურთის ფედერაციას ნდობისთვის მადლობა ვუთხრა. მნიშვნელოვანია, სად ვიყავით და სად ვართ დღეს. ეს მუდმივი პროგრესი არ უნდა შეჩერდეს. მთავარი მიზანი ესაა. ძალიან მეამაყება, რომ ქართულ ფეხბურთს ვემსახურები".
საქართველო და ხორვატია პირველ შეხვედრაში ერთმანეთს თბილისში, მიხეილ მესხზე დაუპირისპირდებიან, განმეორებითი მატჩი კი რიეკაში გაიმართება.