ავტორიზაცია

ხორვატიის U21 ყველაზე სახიფათო მოთამაშე

ხორვატიის U21 ყველაზე სახიფათო მოთამაშე
თარიღი 18 Oct 2024, 16:50
15 ნოემბერს საქართველოს U21 წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელად ხორვატ თანატოლებს შეხვდება. ჩვენ გვინდა გესაუბროთ “მოჭადრაკეთა“ ერთ-ერთ მთავარ ვარსკვლავზე, რომლისგანაც შეიძლება ძალიან დიდი ხიფათი მივიღოთ საკუთარ კართან და რაც მთავარია, მომენტების შექმნა შეიძლება გაგვიჭირდეს. საუბარი გვაქვს ლონდონის ტოტენჰემის მომავალ მცველზე ლუკა ვუშკოვიჩზე, რომელიც ამ წუთისთვის ბელგიური ვესტერლოს ღირსებას იცავს, “მამლებმა“ ლუკა 16 წლის ასაკში 11 მილიონ ევროდ ხორვატული სპლიტიდან შეიძინეს და სათამაშო პრაქტიკის მისაღებად ბელგიურ კლუბში გაუშვეს.

საქმე ძალიან დიდი ტალანტთან გვაქვს, 193 სიმაღლის ვუშკოვიჩი, თავით ძალიან მაღალ დონეზე თამაშობს, ასევე გასათვალისწინებელია, მისი სისწრაფე და ძალიან კარგი და გამოზომილი გადაცემები. ლუკას დიდი პლუსი საგოლე ალღოა, ბელგიის ჩემპიონატის 10 შეხვედრაში 17 წლის მცველმა 4 გოლის გატანა მოახერხა და ამით მცველებში ჩემპიონატის ბომბარდირია. ჩვენს შემტევებს მის წინააღმდეგ თამაში საკმაოდ გაუჭირდებათ, მიუხედავად ახალგაზრდული ასაკისა, ლუკა ფიზიკურად საკმაოდ ძლიერია და მისი დაჯაბნა ურთულესია. სწორედ ვუშკოვიჩმა გაუნაღდა ხორვატებს ჯგუფიდან გასვლა. სუპერ დრამატულ შეხვედრაში სადაც ხორვატია 2-0 იგებდა პირველ ნახევარში, ტაიმი 2-2 დასრულდა, ბერძნებს მოგება სჭირდებოდა და მთელი ძალებით წინ წავიდნენ, კუთხურის შემდეგ ვუშკოვიჩმა გოლის მომტანი დარტყმა შეასრულა და თავის ნაკრები პლეიოფში გაიყვანა.


იმაზეც შეიძლება ხაზის გასმა, რომ ოლიჩის გუნდში მოსვლის შემდეგ, ხორვატები სხვა ფეხბურთს გვთავაზობენ. სლავებმა ბოლო ოთხი შეხვედრიდან სამი მოიგეს და შესანიშნავ ფსიქოლოგიურ ფორმაში იმყოფებიან. ივიცას ერთადერთი მარცხი, ჯგუფის ფავორიტთან პორტუგალიასთან იწვნია.