"ხვალ ჩემს ბოლო მატჩს ჩავატარებ ეროვნული ნაკრების მაისურით" - გიორგი ლორია

საქართველოს ნაკრების მეკარემ გიორგი ლორიამ სანაკრებო კარიერა დაასრულა. ხვალ, ამხანაგურ მატჩში ის ფარერებთან ნაკრების მაისურით თავის ბოლო მატჩს ჩაატარებს.
"17 წელი საქართველოს ნაკრებში - ეს ძალიან საამაყოა. ხვალ ჩემს ბოლო მატჩს ჩავატარებ ეროვნული ნაკრების მაისურით. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც წლების განმავლობაში ჩემს გვერდში იდგა - ოჯახს, მეგობრებს, მწვრთნელებს, თანაგუნდელებს, სტაფის წევრებს და გულშემატკივრებს.
დინამო არენაზე შეკრებილი გულშემატკივრის გვერდში დგომა ყოველთვის განსაკუთრებულად იგრძნობოდა. კარგად მახსოვს, ესპანეთთან მატჩში როგორ სკანდირებდა 55 ათასი გულშემატკივარი ჩემს გვარს.
განსაკუთრებული მადლობა ჩემს მშობლებს, რომლებიც ახლა ჩემს გვერდით არ არიან, მაგრამ ჩემს გვერდით იყვნენ, როცა პირველ ნაბიჯებს ვდგამდი.
საქართველოს ნაკრების მაისურის ტარება ჩემთვის განსაკუთრებული იყო. მადლობა საქართველოს", - განაცხადა ლორიამ.