ხვალ დომინიკ სობოსლაი ევროპის ჩემპიონატზე რეკორდს დაამაყარებს
ხვალ, ევრო 2024-ის A ჯგუფში, ერთმანეთს უნგრეთი და შვეიცარია დაუპირისპირდებიან.
აღსანიშნავია, რომ ამ მატჩში, უნგრელთა ნახევარმცველი, დომინიკ სობოსლაი 23 წლის ასაკში ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა კაპიტანი გახდება.
"დასაკარგი არაფერი გვაქვს, გერმანიაში ბევრის მიღწევა შეგვიძლია.
რამდენიმე დღის წინ აღმოვაჩინე, რომ ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში ყველა დროის ყველაზე ახალგაზრდა კაპიტანი გავხდები - ეს ჩემთვის დიდი პატივია.
მარკო როსის ნდობისთვის მადლობას ვუხდი, რადგან მან შესაძლებლობა მომცა, ჩემს ქვეყანას ევროზე გავუძღვე," - განაცხადა სობოსლაიმ კიოლნში გასამართი მატჩის წინ პრესკონფერენციაზე.
საინტერესოა, რომ დომინიკის გარდა, ევროზე თავის ნაკრებს ლივერპულის კიდევ 2 ფეხბურთელი უკაპიტნებს - ვირჯილ ვან დაიკი (ნიდერლანდები) და ენდი რობერტსონი (შოტლანდია).