ავტორიზაცია

“ხვალ ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გველის“ - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია

“ხვალ ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გველის“ - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია
თარიღი 13 Oct 2025, 18:35
ხვალ, 22:45 საათზე გაიმართება მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი თურქეთისა და საქართველოს ნაკრებებს შორის.

მატჩის წინ კომენტარი ჩვენი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა გააკეთა.

თურქეთთან წინა მატჩზე

"ხვალ ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გველის. მონსტრის, მსოფლიოს საუკეთესო ნაკრების წინააღმდეგ უკვე ვითამაშეთ, ახლა თურქეთს ვეთამაშებით. თურქეთთან პირველი წუთები ჩვენთვის არ იყო მაღალი დონის. ხვალინდელ მატჩში კი ჩემი მოთამაეებისგან ველოდები, რომ 90 წუთი იქნება ის აგრესია, რაც აუცილებელი იქნება შედეგის მისაღწევად."

ქართულ ფეხბურთზე

"კარგად ხედავთ, რომ ქართული ფეხბურთი ვითარდება, შესაბამისად, ყოველთვის გვაქვს ამბიცია და ოცნება, რომ საუკეთესო მატჩები ჩავატაროთ და მსოფლიო ჩემპიონატზე მოვხვდეთ"

თურქეთთან შანსებზე

"ყველაფერი პირველად ხდება - კარგად გახსოვთ წინა წლის ისტორიული მომენტი, როცა ევროპის ჩემპიოანტზე ვითამაშეთ. ფეხბურთი ამიტომაა უნიკალური, რომ ისტორიები იწერება და ხვალაც იგივეს უნდა ველოდოთ."

ტაქტიკის შეცვლაზე

"თანამედროვე ფეხბურთში მთავარი ტაქტიკა არ არის, მთავარია მიდგომა. თუ კონკრეტული მატჩის მიმართ იქნება სწორი მიდგომა, არ აქვს მნიშვნელობა, რა ტაქტიკით ითამაშებ."