ავტორიზაცია

"ხვიჩა ფინალის გამოტოვების საშიშროების წინაშე იყო" - ნასერ ალ-ხელაიფიმ ხვიჩას შესახებ ისაუბრა

"ხვიჩა ფინალის გამოტოვების საშიშროების წინაშე იყო" -  ნასერ ალ-ხელაიფიმ ხვიჩას შესახებ ისაუბრა
თარიღი 09 Jun 2025, 15:21
პარის სენ-ჟერმენის პრეზიდენტმა, ნასერ ალ-ხელაიფიმ გაიხსენა საინტერესო ამბავი, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე ცოტა ხნით ადრე ხვიჩა კვარაცხელიას გადახდა. ხელაიფის თქმით, მილანის ინტერთან შეხვედრამდე, ხვიჩა კვარაცხელიამ მიიღო ტრავმა და იყო იმის საშიშროება, რომ მას ფინალი გამოეტოვა.

"ფინალამდე ცოტა ხნით ადრე გვქონდა დახურული ვარჯიში, რომელზეც კვარაცხელია ერთ-ერთ თანაგუნდელს შეეჯახა. მისმა ტრავმამ ააფორიაქა ენრიკე, რადგან ხვიჩა ფინალის გამოტოვების საშიშროების წინაშე დადგა. მწვრთნელმა ურჩია მას დასვენება, მაგრამ ქართველმა ვინგერმა მაინც ივარჯიშა.

საბედნიეროდ, ადგილი არ ჰქონია მოტეხილობას და ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა. ძალიან ბედნიერი ვარ ჩემპიონთა ლიგის მოგებით. ამ ყველაფერში ძალიან დიდი შრომა ჩავდეთ,"
 - ნასერ ალ-ხელაიფი.