ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის ფინალში ადიდასის ბუცებით იასპარეზებს

31 მაისს, ჩემპიონთა ლიგის 2024/25 წლების სეზონის ფინალი გაიმართება, სადაც ერთმანეთს პარი სენ ჟერმენი და ინტერი დაუპირისპირდებიან.

სეზონის მთავარ შეხვედრაში, პარიზული გრანდის ქართველი შემტევი adidas f50-ით ითამაშებს - მატჩი მიუნხენში, ალიანს არენაზე ჩატარდება და თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.
