ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო დრიბლიორებს შორისაა

გასული სეზონის მსგავსად, "ნაპოლის" ქართველი შემტევი ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგაზე დრიბლინგებში წელსაც გამორჩეულია.
კვარაცხელია ამ სეზონის საუკეთესო დრიბლიორებს შორის, მეორე პოზიციას იკავებს.
ის მხოლოდ "მანჩესტერ სიტის" შემტევს, ჯერემი დოკუს ჩამორჩება, რომელსაც 21 დრიბლინგი აქვს.
ტოპ 5 დრიბლიორი
ჯერემი დოკუ (მანჩესტერ სიტი) - 21 დრიბლინგი
ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი) - 20 დრიბლინგი
ჯოაო კანსელო (ბარსელონა) - 16 დრიბლინგი
კილიან მბაპე (პსჟ) - 16 დრიბლინგი
ლუკას ოკამპოსი (სევილია) - 16 დრიბლინგი