ავტორიზაცია

ხვიჩა კვარაცხელია ლივერპულთან მატჩს სათადარიგო სკამიდან დაიწყებს?

ხვიჩა კვარაცხელია ლივერპულთან მატჩს სათადარიგო სკამიდან დაიწყებს?
თარიღი 04 Mar 2025, 09:34
"პარი სენ-ჟერმენი" ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპზე "ლივერპულს" დაუპირისპირდება.

აღნიშნულ მატჩში პარიზელთა თავკაცი ლუის ენრიკე სასტარტო შემადგენლობაში ქართველი შემტევის ხვიჩა კვარაცხელიას შეყვანას არ გეგმავს. 

ამის შესახებ ცნობილი ფრანგული გამოცემა L'Equipe იტყობინება.

ესპანელი მწვრთნელი უპირატესობას 19 წლის დეზირე დუეზე გააკეთებს, რომელმაც ბოლო მატჩებში თავი წარმატებული გამოსვლით გამოიჩინა. 

დაპირისპირების პირველი მატჩი ოთხშაბათს პარიზში გაიმართება.