ავტორიზაცია

ხვიჩა კვარაცხელია: საკუთარ მომავალს ევროპის ჩემპიონატის შემდეგ გადავწყვეტ

ხვიჩა კვარაცხელია: საკუთარ მომავალს ევროპის ჩემპიონატის შემდეგ გადავწყვეტ
თარიღი 27 ივნ 2024, 15:05
გუშინ, ნაპოლის ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელია გუნდში დარჩება.

ქართველმა შემტევმა პორტუგალიასთან მატჩის შემდეგ ანტონიოს უპასუხა.

"კონტეს პატივს ვცემ, ის ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტია.

ნაპოლისაც პატივს ვცემ და ეს კლუბი მიყვარს.

საკუთარ მომავალს ევროპის ჩემპიონატის შემდეგ გადავწყვეტ. ახლა მხოლოდ ესპანეთთან მატჩზე ვარ ფოკუსირებული," - განაცხადა ქართველმა.

ხვიჩათი პარი სენ-ჟერმენი ინტერესდება, მაგრამ მას ნაპოლისთან კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს.