ავტორიზაცია

ხვიჩა კვარაცხელია წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზეა წარდგენილი

ხვიჩა კვარაცხელია წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზეა წარდგენილი
თარიღი 03 Jun 2025, 14:27
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ხვიჩა კვარაცხელია წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზეა წარდგენილი.

ხვიჩა კვარაცხელიამ 2024/2025 წლების სეზონში იტალიის სერია ა, საფრანგეთის ლიგა 1, საფრანგეთის თასი და ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

ასევე ქართველმა ლეგიონერმა 44 მატჩში, 12 გოლის გატანა და 9 საგოლე გადაცემის გაკეთება შეძლო.