ხვიჩა კვარაცხელიამ პარი სენ-ჟერმენში სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა

ქართველმა გარემარმა ხვიჩა კვარაცხელიამ "პსჟ"-ში სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა.
ამის შესახებ ინფორმაციას ავტორიტეტული გამოცემა Foot Mercato ავრცელებს.
"პარი სენ-ჟერმენი" ოფიციალური ტრანსფერის შესახებ უახლოეს მომავალში გამოაცხადებს.
სატრანსფერო თანხა 70 მილიონ ევროს შეადგენს, ქართველები ახალ კლუბში 7-ნომრიან მაისურს მოირგებს.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტი პარიზელ გუნდთან 4.5 წელს შეადგენს.