ავტორიზაცია

ხვიჩა კვარაცხელიამ ტრავმა მიიღო — პსჟ-მ მორიგი გამარჯვება მოიპოვა

ხვიჩა კვარაცხელიამ ტრავმა მიიღო — პსჟ-მ მორიგი გამარჯვება მოიპოვა
თარიღი 14 Sep 2025, 22:16
ლიგა 1-ის მე-4 ტურში პარი სენ-ჟერმენმა ლენს უმასპინძლა, სადაც გამარჯვება პარიზილებმა მოიპოვეს (2:0).

მატჩის გმირი ბრედლი ბარკოლა გახდა, რომელმაც დუბლი შეასრულა, თან ორივე გოლი ვიტინიას საგოლე გადაცემით.

სამწუხარო ის არის, რომ პსჟ-ს ქართველმა შემტევმა ხვიჩა კვარაცხელიამ ტრავმა მიიღო და მოედანი 30-ე წუთზე დატოვა. ჯერჯერობით, კვარას ტრავმის სიმძიმე უცნობია.

4 ტურის შემდეგ, ლუის ენრიკეს გუნდს ოთხივე მოგება აქვს და სატურნირო ცხრილის ლიდერია.