ხვიჩა კვარაცხელიამ ვარჯიში განაახლა — როდის დაბრუნდება ქართველი შემტევი?

საქართველოს ეროვნული ნაკრების და პარი სენ ჟერმენის შემტევმა, ხვიჩა კვარაცხელიამ გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიში განაახლა.
24 წლის ქართველი ფეხბურთელი ტრავმიდან იმაზე ადრე დაბრუნდა ვიდრე მოსალოდნელი იყო და დიდი ალბათობით, ხვალინდელ განაცხადშიც მოხვდება.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ ტრავამ ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურში მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა. პარი სენ ჟერემენი კი ხვალ ლიგა 1-ში მარსელს დაუპირისპრიდება.

