ხვიჩა კვარაცხელიას ასისტი — პარი სენ ჟერმენმა ბრესტი დაამარცხა

საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-9 ტურში, მოქმედი ჩემპიონი, პსჟ ბრესტს ესტუმრა და მეტოქეს სამი უპასუხო გოლი გაუტანა.
აღნიშნული მატჩი ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო ხვიჩა კვარაცხელიამ და 39-ე წუთზე მისი ასისტით გოლი აშრაფ ჰაკიმიმ გაიტანა, რომელმაც აღნიშნულ შეხვედრაში დუბლი გაიფორმა. ერთ გოლი კი დეზირე დუემ გაიფორმა.
ბრესტი 0-3 პსჟ
გოლები: 0-1, 0-2 ჰაკიმი (29', 39'), 0-3 დუე (90+6')
დღევანდელი გამარჯვების შემდეგ, პარი სენ ჟერმენს 20 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილს ლიდერობს. მომდევნო ტურში ლუის ენრიკეს გუნდი ლორიენს ესტუმრება.

