ავტორიზაცია

ხვიჩა კვარაცხელიას გამოკვლევები ჩაუტარდა და ტრავმის სიმძიმე დადგინდა

ხვიჩა კვარაცხელიას გამოკვლევები ჩაუტარდა და ტრავმის სიმძიმე დადგინდა
თარიღი 15 Sep 2025, 16:56
საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-4 ტურში, პარი სენ ჟერმენის ქართველმა ვარსკვლავმა, ხვიჩა კვარაცხელიამ ტრავმა მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა.

ფრანგული მედიის ცნობით, 24 წლის ქართველ შემტევს გამოკვლევები ჩაუტარდა და მძიმე დაზიანება გამოირიცხა. დიდი ალბათობით, ხვიჩა კვარაცხელია მომდევნო მატჩში დაბრუნდება.

პარი სენ ჟერმენი მომდევნო შეხვედრას ჩემპიონთა ლიგაზე ატალანტას წინააღმდეგ ჩაატარებს — აღნიშნული მატჩი 17 სექტემბერს, თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.