ავტორიზაცია

ხვიჩა კვარაცხელიას გოლი და ასისტი — ლევერკუზენი პსჟ-სთან განადგურდა

ხვიჩა კვარაცხელიას გოლი და ასისტი — ლევერკუზენი პსჟ-სთან განადგურდა
თარიღი 22 Oct 2025, 01:04
დასრულდა ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურის პირველი სათამაშო დღის მატჩები, სადაც გულშემატკივრებმა 43 გოლი იხილა.

ტურნირის მოქმედი ჩემპიონი, პსჟ ლევერკუზენს ესტუმრა და მეტოქე 7-2 გაანადგურა. მატჩი ძირითადიდან დაიწყო ხვიჩა კვარაცხელიამ და გოლი და ასისტი გაიფორმა. ქართველი შემტევის გარდა, პარიზელთა მხრიდან დუბლი დუემ გაიფორმა, ხოლო თითო გოლი პაჩომ, მენდეშმა, დემბელემ და ვიტიანიამ გაიტანეს. მასპინძლებიდან კი დუბლით თავი გარსიამ გამოიჩინა.

სამი ტურის შემდეგ, პარი სენ ჟერმენს 9 ქულა აქვს და ინტერთან და არსენალთან ერთად ცხრილს სათავეში უდგას — მომდევნო მატჩში ლუის ენრიკეს გუნდი საკუთარ კედლებში ბაიერნს მიიღებს.

ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურის პირველი სათამაშო დღის შედეგები