ავტორიზაცია

ხვიჩა კვარაცხელიას გოლი ეგნატიასთან და ნაპოლის მორიგი მოგება

ხვიჩა კვარაცხელიას გოლი ეგნატიასთან და ნაპოლის მორიგი მოგება
თარიღი 29 Jul 2024, 02:41
ნაპოლიმ პრესეზონის მორიგი შეხვედრა ჩაატარა და ამჯერად ალბანურ ეგნატიას ამხანაგურად დაუპირისპირდა.

ანტონიო კონტეს შეგირდებმა მატჩი 4-0 მოიგეს. ანგარიში 22-ე წუთზე კი ხვიჩა კვარაცხელიამ გახსნა, 29-ე წუთზე კი მატეო პილიტანომ თავისი გუნდის უპირატესობა 2 ბურთამდე გაზარდა.

მეორე ტაიმში, 52-ე წუთზე ჯოვანი სიმეონემ სხვაობა გამანადგურებელი გახადა, 68-ე წუთზე კი სირილ ნგონგემაც გაიტანა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 4-0.


წინა შეხვედრებში "პარტენოპეიმ" მანტოვასა (3-0) და ანაუნეს (4-0) მოუგო.

ნეაპოლიტანელები წინასასეზონო მზადების ფარგლებში მომდევნო მატჩს 31 ივლისს ფრანგულ ბრესტთან გამართავენ, 3 აგვისტოს კი ჟირონას შეხვდებიან.

ნაპოლის ახალი სეზონის პირველი ოფიციალური მატჩი 10 აგვისტოს, კოპა იტალიას 1/32-ფინალში, მოდენას წინააღმდეგ ელის.