ხვიჩა კვარაცხელიას ინგლისში ახალი მსურველი გამოუჩნდა
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას მომავალი ნაპოლიში კვლავ გაურკვეველია — მხარეები ახალ კონტრაქტზე ვერ თანხმდებიან.
Fichajes-ის ინფორმაციით, 23 წლის ქართველი ფეხბურთელის გარშემო შექმნილ სიტუაციას მანჩესტერ სიტი აქტიურად აკვირდება და შესაძლოა იანვარშივე ცადოს ტრანსფერის დახურვა.
მანჩესტერ სიტის გარდა, ხვიჩა კვარაცხელიას გადაბირებით ბარსელონას და ლივერპულის ხელმძღვანელობაც არის დაინტერესებული. თუ სიტუაცია არ შეიცვალა, ქართველი ვარსკვლავი ნაპოლის ზაფხულში დატოვებს და ახალ კლუბში გადავა.