ავტორიზაცია

ხვიჩა კვარაცხელიას ტოპ მატჩი ლიგა 1-ში - ქართველის შეფასება დღევანდელი მატჩიდან

ხვიჩა კვარაცხელიას ტოპ მატჩი ლიგა 1-ში - ქართველის შეფასება დღევანდელი მატჩიდან
თარიღი 07 Dec 2025, 13:02
საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-15 ტურში პარი სენ-ჟერმენმა რენი 5-0 გაანადგურა.

აღნიშნულ შეხვედრაში, ხვიჩა კვარაცხელიამ თამაში ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და დუბლიც შეასრულა, ქართველი მოედნიდან 71-ე წუთზე გაიყვანეს და Sofascore-სგან ორივე გუნდიდან ყველაზე მაღალი შეფასება, 9.7 მიიღო.


ამ გამარჯვების შემდეგ პსჟ 33 ქულით, მეორე პოზიციაზეა და ლიდერ ლანსს მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება.