ავტორიზაცია

Kicker-ის გამოკითხვის შედეგად გერმანელების უმეტესობამ ხმა მისცა ფლიკის გერმანიის ნაკრებიდან გათავისუფლებას

Kicker-ის გამოკითხვის შედეგად გერმანელების უმეტესობამ  ხმა მისცა ფლიკის გერმანიის ნაკრებიდან გათავისუფლებას
თარიღი 05 Dec 2022, 06:19
გერმანიაში არც თუ ისე კმაყოფილი არიან ჰანსი ფლიკის მუშაობით, რომელმაც ყატარის მსოფლიო ჩემპიონატზე გუნდი ჯგუფიდან ვერ გაიყვანა.

წარუმატებლობის მიუხედავად, სპეციალისტს დიდი ალბათობით შეინარჩუნებს პოსტი, როგორც ამას წინათ გერმანული მედია ავრცელებდა.

თუმცა, როგორც ავტორიტეტული გამოცემის Kicker-ის გამოკითხვის შედეგები აჩვენებს, გერმანელების უმრავლესობა (365 000 რესპონდენტიდან) ფლიკის წასვლის მომხრეა, მაგრამ სულაც არა ერთხმად - 55% 45%-ის წინააღმდეგ.

ფლიკის წინააღმდეგ მთავარი არგუმენტი არის მისი არაეფექტური სამწვრთნელო გადაწყვეტილებები მსოფლიო ჩემპიონატზე, მათ შორის შემადგენლობის არჩევაც.