კიდევ ერთი ქართველი ესპანეთში? — პირველი კონტაქტი შედგა

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე დღით ადრე, დიდი შანსია, ლაშა ოდიშარია ლატვიურ რფს-ს დაემშვიდობოს და კარიერა სხვა გუნდში გააგრძელოს.
La Gazzetta Georgia-ს ინფორმაციით, 22 წლის ქართველი ფეხბურთელის პოტენციურ ტრანსფერზე ესპანეთის ლა ლიგა 2-ის კლუბი, ხიხონის სპორტინგი, აქტიურად მუშაობს. თავად ოდიშარიას ესპანეთში თამაში სურს, რის საფუძველზეც მოლაპარაკებები გრძელდება.
ლაშა ოდიშარია რფს-ში 2024 წელს გადავიდა. ამ პერიოდში მან 61 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 4 გოლი და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა.