ავტორიზაცია

კიდევ ერთი ქართველი ტოპ 5 ლიგაში — გიორგი გოჩოლეიშვილის ახალი კლუბი ცნობილია

კიდევ ერთი ქართველი ტოპ 5 ლიგაში — გიორგი გოჩოლეიშვილის ახალი კლუბი ცნობილია
თარიღი 06 Aug 2025, 12:25
საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი, გიორგი გოჩოლეიშვილი დონეცხის შახტარს ტოვებს და კარიერას გერმანიის ბუნდესლიგაში გააგრძელებს.

გავრცელენებული ინფორმაციით, 24 წლის ქართველი ჰამბურგში 1 წლიანი იჯარის წესით ითამაშებს და სეზონის ბოლოს გერმანულ კლუბს მისი გამოსყიდვის უფლება ექნება.

შეგახსენებთ, რომ გიორგი გოჩოლეიშვილმა გასული სეზონის იჯარის წესით კოპენჰაგენში გაატარა და ჩატარებულ 33 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გაიფორმა.