ავტორიზაცია

კიდევ ერთი შესაძლო დანაკარგი - ბარსელონა კლასიკოში მნიშვნელოვანი მცველის დაკარგვის ზღვარზეა

კიდევ ერთი შესაძლო დანაკარგი - ბარსელონა კლასიკოში მნიშვნელოვანი მცველის დაკარგვის ზღვარზეა
თარიღი 01 მარ 2023, 22:10
„ბარსელონა“ „რეალთან“ მატჩს მნიშვნელოვანი საკადრო პრობლემებით ხვდება.

აქამდეც ცნობილი იყო, რომ კოპა დელ რეის პირველ ნახევარფინალს ბარსას რიგებში უსმან დემბელე, რობერტ ლევანდოვსკი და პედრო გამოტოვებდნენ.

ახლა კი, როგორც Relevo იტყობინება, მატჩის გამოტოვება დანიელ მცველს ანდრეას კრისტენსენსაც ემუქრება, რომელსაც ტერფის დისკომფორტი აღმოაჩნდა.

დღეს მცველმა მხოლოდ 15 წუთი ივარჯიშა. უშუალოდ მატჩის დღეს, ანუ ხვალ გადაწყდება, შეძლებს თუ არა ანდრეასი „სანტიაგო ბერნაბეუს“ მინდორზე სათამაშოდ გასვლას.