ავტორიზაცია

კიდევ ერთხელ: საქართველო ესპანეთის წინააღმდეგ

კიდევ ერთხელ: საქართველო ესპანეთის წინააღმდეგ
თარიღი 24 Mar 2025, 04:00
დღეს, ესპანეთმა ერთა ლიგის 1/4-ფინალში ნიდერლანდები დაამარცხა — ნახევარფინალში ევროპის ჩემპიონები მსოფლიოს ვიცეჩემპიონ საფრანგეთს დაუპირისპირდებიან.

აღსანიშნავია, რომ ეს მატჩი ჩვენთვისაც მნიშვნელოვანი იყო — "ფურია როხას" მოგებით გაირკვა ისიც, რომ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, ბულგარეთთან და თურქეთთან ერთად, საქართველოს ერთ-ერთი მეტოქე სწორედ ესპანეთი იქნება.

შესაბამისად, საქართველოში არაერთ ესპანელ ვარსკვლავს კვლავ ვიხილავთ.


მუნდიალის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს განრიგი ასეთია:

04.09.25: საქართველო 🆚 თურქეთი

07.09.25: საქართველო 🆚 ბულგარეთი

11.10.25: ესპანეთი 🆚 საქართველო

14.10.25: თურქეთი 🆚 საქართველო

15.11.25: საქართველო 🆚 ესპანეთი

18.11.25: ბულგარეთი 🆚 საქართველო