კიელინიმ კარიერა შესაძლოა MLS-ში გააგრძელოს

"იუვენტუსის" მცველმა, ჯორჯო კიელინიმ კარიერა შეიძლება აშშ-ში გააგრძელოს, იტყობინება ჟურნალისტი, ნიკოლო სკირა.
გავრცელებული ინფორმაციით, 36 წლის იტალიელით "ცინცინატი" ინტერესდება.
ამერიკული კლუბი "ბებერი ქალბატონის" უკანახაზელის დამატებას იმ შემთხვევაში ეცდება, თუ ეს უკანასკნელი ტურინელებთან 2021 წლის ივნისამდე მოქმედ კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს.
2020/21 წლების სეზონში კიელინიმ "იუვენტუსის" მაისურით 24 მატჩი ჩაატარა და 2 შედეგიანი პასი გააკეთა.