კიერან გიბსი ზაფხულში ინტერ მაიამის ფეხბურთელი გახდება
"არსენალის" ყოფილი მცველი, კირან გიბსი, რომელიც ამჟამად "ვესტ ბრომვიჩში" თამაშობს, კარიერას ამერიკულ "ინტერ მაიამიში" გააგრძელებს, იუწყება ინგლისური გუნდის ოფიციალური საიტი.
უკანახაზელი, რომლის აქტივშიც ინგლისის ნაკრების მაისურით ჩატარებული 10 მატჩია, კლუბში, რომლის ერთ-ერთი თანამფლობელიც დევიდ ბექჰემია, თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავა.
გიბსი "არსენალის" ღირსებას 2007 წლიდან 2017 წლამდე იცავდა, შემდეგ კი "ვესტ ბრომვიჩს" მიაშურა.
"ალბიონსი" რიგებში 31 წლის მცველს ამ დროისთვის 100 შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული და მის აქტივში 5 გატანილი ბურთია.