ავტორიზაცია

კილიან მბაპე ევროპის ჩემპიონატის დარჩენილ მატჩებში დამცავი ნიღბით ითამაშებს

კილიან მბაპე ევროპის ჩემპიონატის დარჩენილ მატჩებში დამცავი ნიღბით ითამაშებს
თარიღი 18 ივნ 2024, 09:55
საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ლიდერმა, კილიან მბაპემ ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში ავსტრიის წინააღმდეგ ცხვირი გაიტეხა და მოედანი ნაადრევად დატოვა.

25 წლის ფრანგი შემტევი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც პირველადი დახმარება ჩაუტარდა და ტურნირის დარჩენილ მატჩებში სახის დამცავი ნიღბით ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთმა ავსტრია მინიმალური ანგარიშით 1-0 დაამარცხა და 2024 წლის ევროპის ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო.